Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

მეშინია…მორალის კითხვას ვერ დავიწყებ… ყველას ვთხოვ… – დეზინფორმაცია გიორგი ჯაჯანიძის გარშემო

September 24, 2021
მეშინია…მორალის კითხვას ვერ დავიწყებ… ყველას ვთხოვ… – დეზინფორმაცია გიორგი ჯაჯანიძის გარშემო

საზოგადოებისთვის ცნო­ბი­ლი სახეები არა­ერ­თხელ გამხდარან თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი, როდესაც მათი სახელითა და გვარით სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები იქმნება, რომელსაც პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

ამ სქემის მსხვერპლი ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძეც აღმოჩნდა. ამის შესახებ მან “იმედის დღეში” ისაუბრა.

“ჩემი სახელით ძალიან ბევრი ყალბი ანგარიშია გაკეთებული, სადაც ადამიანები აზიარებენ სარეკლამო რგოლებს, სთავაზობენ თავის მოვლის საშუალებებს, სამედიცინო მომსახურებას… ამ დროს ვხედავ, რომ ჩემი არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეტყობინებები მომდის: – “მოგწერეთ, არ გვიპასუხეთ” და ა.შ… ძალიან მეშინია, მითუმეტეს ახლა, რომ ვიღაცამ ვიღაცას არ მისწეროს, ფული არ სთხოვოს…

დაახლოებით შარშანწინ იყო ასეთი შემთხვევა, ტელევიზიაში ერთი ადამიანი მოვიდა, რომელმაც მითხრა, ფული რომ დამპირდით თუ შეიძლება დამეხმარეთო, ვუთხარი – ასეთი წერილი არ მომსვლია – მეთქი. მე არ მინდა უსიამოვნებაში აღმოვჩნდე და საფრთხის წინაშე დადგეს ჩემი რეპუტაცია.

ყველას ვთხოვ, თუ ვინმე, სადმე ჩემი სახელით მოვა, არ დაიჯეროთ, ან დამირეკეთ, გაიგეთ, რომ ეს მე არ ვარ და არის ვიღაც ადამიანი, რომელიც იტყუება.

ჩვენი ტელევიზიიის “იმედის” დაცვის სამსახურს შევატყობინე ამის შესახებ, მითხრეს, რომ ზემდგომ ორგანოებს უნდა მივმართო, ასევე შევატყობინო “ფეისბუქს”.  იმედი მაქვს, მოძებნიან საიდან არის ეს გვერდები შექმნილი, ან გააუქმებენ, ან საყვედურს ეტყვიან, ან სხვა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. “ტროლებით” არის სავსე მთელი ქვეყანა.

გარდა ამისა, დაირხა ხმა იმის შესახებ, რომ მე ამერიკაში მიმყავს ადამიანების ჯგუფი, თან ამაში გასამრჯელოს ვიღებ, ისეთი სტერსი მივიღე ვერც წარმოიდგენთ…

სხვათაშორის ერთი ქუთაისელი იყო, რომელიც, როგორც ჩანს, ყალბ გვერდზე მწერდა  და მერე პირადად დამიკავშირდა. ცუდია ამის თქმა, მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ის ადამიანი დააკავეს. ცრელმები წამომცვივდა, როდესაც იმ ადამიანმა აღიარა, მე გიორგი ჯაჯანიძესთან ურთიერთობა არ მაქვსო, სიხარულისგან ვიტირე. ამიტომ ვტეხ განგაშს, რომ მინდა მომავლაში დაცული ვიყო.

მე მორალის კითხვას ვერ დავიწყებ, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები მოიცლიან, რომ გამოიძიონ და გამოიკვლიონ ეს ფაქტი, თან იოლი მისაგნებია, იმდენი გვერდია ჩემი სახელით შექმნილი, ღმერთმა უწყის ვინ რას წერს…,” – ამბობს გიორგი ჯაჯანიძე “იმედის” ეთერში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში
  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ლუდის მაღაზიაში დაწყებული დაპირისპირება 39 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა ავლაბარში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge