Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მინ­და, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით გა­უ­წყოთ… ვფიქ­რობ­დი, რო­გორ და­მე­წყო სა­უ­ბა­რი თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჩემი ოთხწ­ლი­ა­ნი მე­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია – კალაძე

September 15, 2021
მინ­და, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით გა­უ­წყოთ… ვფიქ­რობ­დი, რო­გორ და­მე­წყო სა­უ­ბა­რი თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჩემი ოთხწ­ლი­ა­ნი მე­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია – კალაძე

მინ­და, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით გა­უ­წყოთ, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი და ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს სა­კუ­თარ ფართს“, – ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც “ცენ­ტრ პო­ინ­ტის” პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, მე­მო­რან­დუ­მე­ბი გა­ფორმ­დე­ბა.

მისივე თქმით, 6 000-მდე ოჯა­ხის­თვის დას­რულ­და 20-წლი­ა­ნი უი­მე­დო­ბის პე­რი­ო­დი და დასძენს, რომ თბილისის მერია, გარანტორია იმისა, რომ ყველა ობიექტი დათქმულ ვადებში მაღალი ხარისხით ჩაბარდება.

„ვფიქ­რობ­დი, რო­გორ და­მე­წყო სა­უ­ბა­რი თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჩემი ოთხწ­ლი­ა­ნი მე­რო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რია. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ 6 000-მდე ოჯა­ხის­თვის დას­რულ­და 20-წლი­ა­ნი უი­მე­დო­ბის, წვა­ლე­ბის პე­რი­ო­დი, ემო­ცი­უ­რია ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გამო. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რომ­ლის ახ­ლო­ბელს, მე­გო­ბარს, ნა­თე­სავს პირ­და­პირ თუ ირი­ბად არ შე­ხე­ბო­და ეს პრობ­ლე­მა. და მა­ინც, ეს არის ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის მძი­მე ის­ტო­რია. უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი დე­დე­ბის, მა­მე­ბის, ბე­ბი­ე­ბის, ბა­ბუ­ე­ბის ის­ტო­რია. ამ­ბა­ვი სა­კუ­თა­რი პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდის ნაც­ვლად უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წილ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. უდე­დოდ გაზ­რდი­ლი პა­ტა­რე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან და კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რა გზა გა­ი­ა­რეს მათ­მა მშობ­ლებ­მა.

ეს გზა ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად გა­ვი­ა­რეთ, ვნა­ხეთ რა შე­დე­გი მო­აქვს ქა­ო­ტურ მშე­ნებ­ლო­ბებს, რო­გორ ამა­ხინ­ჯებს ქა­ლაქს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი, ჩონ­ჩხე­ბად აღ­მარ­თუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, რა კვალს ტო­ვებს ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ზე და სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე.

ეს შე­სა­ვა­ლი იმი­სათ­ვის გა­ვა­კე­თე, რომ დღე­ვან­დე­ლი ამ­ბა­ვი გან­ვი­ხი­ლოთ არა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ახა­ლი ამ­ბა­ვი, არა­მედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლით, თი­თო­ე­უ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თვა­ლით და­ვი­ნა­ხოთ, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრობ­ლე­მა. გაძ­ლევთ პი­რო­ბას, ეს არას­დროს გან­მე­ორ­დე­ბა, არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა თბი­ლის­ში ის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და წლე­ბის წინ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღე­ვან­დე­ლი ამ­ბა­ვი ეხე­ბა „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ პრობ­ლე­მას.

მინ­და, სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით გა­უ­წყოთ, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი და ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს სა­კუ­თარ ფართს. ყვე­ლა ობი­ექ­ტის­თვის გა­მო­ნა­ხუ­ლია გა­და­წყვე­ტის გზე­ბი, ყველ­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­მონ­ტო, სამ­შე­ნებ­ლო და სა­ნე­ბარ­თვო პრო­ცე­დუ­რე­ბი. ჩვენ, თბი­ლი­სის მე­რია, ვართ გა­რან­ტო­რი იმი­სა, რომ ყვე­ლა ობი­ექ­ტი ჩა­ბარ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და დათ­ქმულ ვა­დებ­ში.თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ჩვენ­მა გუნ­დმა შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მელ­საც მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა, მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბის­თვის და და­ეშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი“, – აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, კო­მი­სი­ამ 50- ზე მეტი სხვა­დას­ხვა მშე­ნებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლა და 30-ზე მეტი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, მათ შო­რის ისე­თე­ბი, რო­გო­რი­ცაა – „სვე­ტი“, „ოლიმ­პი­უ­რი ვარ­სკვლა­ვი“, „აქ­სი­სი“ და სხვა წლო­ბით და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტი.

„ათა­სო­ბით ოჯახს და­უბ­რუ­ნა იმე­დი და და­უბ­რუნ­და სა­კუთ­რე­ბა. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ პრობ­ლე­მა თა­ვი­სი სირ­თუ­ლით და მაშ­ტა­ბე­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტოა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეძე­ბენ პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მებ­ში ეძე­ბენ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ასე­თი გუნ­დი ვართ ჩვენ. „წარ­მა­ტე­ბა არ არის სა­ბო­ლოო, მარ­ცხიც არ არის ტრა­გე­დია, გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლია მთა­ვა­რი”. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი, ამა­თაც და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით, არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ დარ­ჩე­ბა უბი­ნა­ოდ“, – განაცხადა კახა კა­ლა­ძემ.

May be an image of 7 people and people standing

May be an image of 6 people, people standing and outdoors

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge