“შენი საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაიცვა, ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელებზეც მოგიწევს უარის თქმა, ემანდ პატრიარქის სიყვარულის სახელით მოთარეშე “მართმადიდებელმა” ველურებმა შენც არ გცემონ” – ასე მიმართა ეკა კვესიტაძემ “ფეისბუქის” გვერდზე კახა კალაძეს, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული პოსტი დააბლოკინა.
“ეს პოსტი დააბლოკინა 17 წუთი ფბ-ს ამ ქვეყანაში შენი ხელისუფლების მიერ შექმნილი საფრთხეები, რომ ასე ფბ- პოსტივით მარტივად არ იბლოკება ამაზე ტელევიზიით გაგესაუბრები კახი,” – დაწერა კვესიტაძემ, მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: ”
ჰაჰაჰა, Kakha Kaladze კახა კალაძე-მ მეორე
პოსტიც დააბლოკინა. ( აუცილებლად გავასაჩივრებ) აბა, დავაკვირდეთ ამასაც თუ დააბლოკინებს “
ეკა კვესიტრაძის facebook- აქტიურობას თბილისის მერი სოციალურ ქსელშივე ამ კომენტარით გამოეხმაურა: – “ამას დასცხა?” – რაზეც ჟურნალისტმა კვლავ უპასუხა: – “ასე გულზე მოგხვდა, კახი, ბიჭო? ნუ გეშინია, ისევ ჩვენ დაგიცავთ, აბა, ღარიბაშვილის იმედად რომ ვერ იქნები, ეს კარგად იცი.”