სკანდალი: “ფაიზერს” საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია”

COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით საგანგებო განცახდებას გააკეთა ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ უნდა წარმოადგინოს გეგმა: როგორ ავიცრათ, ვინ ავიცრათ და შემდეგ როგორ მოვიქცეთ.

გუშინ, პირველი საათის მონაცემებით, საქართველოს “ფაიზერისთვის” შესყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. ამავე დროს, ტყული იყო გავრცელებული ინფორმაცია “კოვაქსის” პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი, ვიმეორებ, არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს დროულად, ოღონდ საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ჩალაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩალაძემ გუშინ, 13 იანვარს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში რამდენიმე მაღალჩინოსანს და მაღალი იერარქიის ადამიანს უკვე გაკეთებული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა. 

სხვა ამბები

Next Post