თურქეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Ambebi.ge-ს ქმრის მიერ მოკლული 23 წლის ქალის, რიტა ეგნატაშვილის ახლობელი უყვება, გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ახლობლები ეჭვობენ, რომ მამაკაცს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა ეგნატაშვილი თურქეთში.
“თურქეთში ჩაიყვანა, რომ მოეკლა, ის იყო მანიაკი, ნარკომანი… ეს ადამიანი თურქეთში ჯერ თვითონ წავიდა და 10 დღის შემდეგ წაიყვანა რიტა. იმ არაკაცმა სახელი და გვარი შეიცვალა თურქეთში გადასვლისას. დაგეგმილი ჰქონდა რიტას მკვლელობა, უნდოდა ჩაეყვანა და მოეკლა. მანამდეც სულ ძალადობდა ცოლზე. რიტას მშობლების ოჯახში იყვნენ, როცა მაკრატელი ჩაარტყა. მაშინ გააგდეს, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. ბათუმშიც თურმე ხშირად სცემდა. რიტა შინ მარტო იყო, როცა იმ მკვლელმა სცემა, აწამა, ხელები დაუსერა და შემდეგ ყელი გამოჭრა” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რიტა ეგნატაშვილი რამდენიმე დღის წინ თურქეთში, არჰავის რაიონში მოკლა ქმარმა, შაქრო აბესლამიძემ, შემდეგ კი თავი მოიკლა. ასევე მოკლულია ბრალდებულის მეგობარი ხვიჩა ოსანაძე.