ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში 75 წლის ქალი გარდაიცვალა.
თანასოფლელების თქმით, მიზეზი გაზის გამათბობლის აფეთქებაა. როგორც ხანჩალში ყვებიან, გამათბობელის საკეტი დახურული იყო, რის გამოც წნევა დაგროვდა და აფეთქდა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებმა საქმის მოკვლევა დაიწყეს.