მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, სამარშუტო მიკროავტობუსში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მიკროავტობუსით მგზავრობდა რა დროსაც ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები და მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.