“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ისრაელში 5-11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია. ოფიციალურად დაიწყო. ქვეყნის პრემიერ- მინისტრის შვილი, რომელიც 9 წლისაა, საჯაროდ იქნა ვაქცინირებული (იხილეთ ფოტო).
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ისრელში მცხოვრებ მშობლებს, რომ აცრან თავიანთი ბავშვები, ვინაიდან ვაქცინა მუშაობს და ის არის უსაფრთხო.
ისრაელში 12 წლიდან აცრა უკვე დასრულებულია და მოსახლეობა ასევე აქტიურად იცრება ბუსტერ დოზებით.
საქართველოში პენსიონრები ვერ ავცერით, აღარ ვსაუბრობ 16 წლის ზევით მოსახლეობაზე.
არაერთხელ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ნუ გამოვიგონებთ ბორბალს,6 თვის დაგვიანებით გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებს ისრაელი, რატომ? იმიტომ, რომ ისინი მაინც წინ არიან, დაშვებულ შეცდომებს დროულად ასწორებენ და ჩვენ უკვე სხვის შეცდომებზე ნასწავლ კვალს მივყვეთ… მაგრამ ვინ გიჯერებს?! მაინც “ქართული” შეცდომების კოლექცია უნდა შევქმნათ. ამასობაში ვკარგავთ ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.