ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა. გარდაცვლილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მკვიდრია. საავადმყოფოში თავის ტვინის კეროვანი დაბეჟილობის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნლობდა. რა გახდა გადახტომის მიზეზი, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: „ოდიშინიუსი“