წლების წინ მთელი საქართველო გულშემატკივრობდა პატარა ანიტას, რომელიც მძიმე სენს ებრძოლდა. სამწუხაროდ, გოგონა, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, 2020 წლის იანვარში გარდაიცვალა. დღეს, ანიტა 5 წლის გახდებოდა. მისი დედა, მარიკო სადრაძემ სოციალურ ქსელში ანიტას დაბადებისას გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.
“დაუვიწყარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ უკანასკნელს… არასდროს წარმომედგინა ჩვენი დაშორება. ერთად ისეთი მაგარი ტიპები ვიყავით ვერ ვიგებ ახლა როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ ან ვინ, სად, როდის და როგორ მიიღო ჩვენი დაშორების გადაწყვეტილება.შენი დაბადების დღე თენდება, 5 წლის ხდები ანიტა. გილოცავ და ვულოცავ ჩემ თავს საოცარი გოგოს დედობას. მიყვარხარ, მენატრები”, – წერს მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში.