გია გაჩეჩილაძეს, იგივე “უცნობს” გამოკითხვაზე დაიბარებენ. – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
კაციტაძემ ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა თარიღი, როდის დაიბარებენ უცნობს უწყებაში, თუმცა განაცხადა, რომ მას დღეს შეეხმიანებიან.
საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელშიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამუშაო პროცესი ფარულად არის გადაღებული.
უკანონო მიყურადების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას გულისხმობს.
ჩანაწერთან დაკავშირებით დღეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის„ ჟურნალისტები გიორგი გაბუნია და ეკა სარია არიან დაბარებულნი, ისინი ჩანაწერების ავთენტიკურობას ადასტურებენ.