ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კორონავირუსის დიაგნოზით კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის ბოლოსაც მკურნალობდა.