3 სექტემბერს ცხინვალი-ახალგორის გზაზე, სოფელ დმენისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
«ВАЗ 2121»-ის მარკის ავტომობილი, რომლითაც ახალგორის რაიონში მცხოვრები ოჯახი მგზავრობდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრილდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი:
„62 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“
ხოლო როგორც 4 სექტემბერს გახდა ცნობილი, 12 წლის ბიჭი მიღებული ტრავმების შედეგად ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა:
„ავარიისას ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ“ – აღნიშნულია ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებაში.
ცხინვალის მედიის ცნობით, დაღუპული ბიჭის დედა საზღვარგარეთ გადაიყვანეს სამკურნალოდ, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტულად არაა დასახელებული, თუ რომელ ქვეყანაში; მისი და კი მკურნალობას ცხინვალის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს.
წყარო: Qartli.ge