Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

შესწორებულია: ხატია სიჭინავა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

January 6, 2021
შესწორებულია: ხატია სიჭინავა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“მეტრონომ-მიქსის” ვებ-გვერდზე ჟურნალისტ ხატია სიჭინავას ‘facebook” პოსტზე დაყრდნობით გამოქვეყნდა მასალა, რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. არასწორი ინფორმაციის გამო ტექსტში შეგვაქვს ცვლილებები.

 

შესწორებულია: ხატია სიჭინავა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

გვინდა, განვმარტოთ შეტანილი ცვლილებები და უზუსტობები. კერძოდ, ხატია სიჭინავა პოსტში წერს, რომ ვირუსს შეგნებულად, თვითმფრინავის კვალით ავრცელებენ, რაც, კვლევით (მეცნიერულად) დასტურდება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტი განმარტებისთვის გეტყვით, „ქიმიური ბილიკის“ (Chemtrail) შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ  თვითმფრინავებიდან „ქიმიური ბილიკების“ საშუალებით კორონავირუსს ავრცელებენ . შეთქმულების თეორიის მიხედვით,  თვითმფრინავებიდან მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს აფრქვევენ და ვირუსებს ავრცელებენ, რითიც მოსახლეობას წამლავენ და აავადებენ.

რეალურად, რასაც შეთქმულების თეორიის მიმდევრები მომწამვლელ ნივთიერებებად აღიქვამენ, თვითმფრინავის მიერ დატოვებული ინვერსიული კვალია – ე.წ. „კონტრეილი.“

„ქიმიური ბილიკის“ შეთქმულების თეორია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მისი რეალობასთან შესაბამისობის გადასამოწმებლად კვლევაც კი ჩატარდა. კვლევაში სხვადასხვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან 77 მეცნიერი, რომლებიც ატმოსფეროს შეისწავლიან, მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, „კონტრეილები“ მართლა „ქიმიური ბილიკებია“, თუ ეს გამოგონილი ტყუილია.  კვლევითაც დადასტურდა, რომ თვითმფრინავებიდან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების მასობრივი გაფრქვევა, რათა გარკვეულმა ინტერეს-ჯგუფებმა მოსახლეობა დაიმორჩილონ, საფუძველს მოკლებული და არარეალურია.

 

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებს და დასძენს, რომ ვირუსს შეგნებულად ავრცელებენ.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ კიკეთში გადაღებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრინავის კვალი ცაზე, თუმცა ხატია სიჭნავას არ სჯერა, რომ ეს ნისლი და თვითმფრინავის კვამლია.

“არ ვიცი თქვენ ამას რას ეძახით, ამ გადახაზულ ცას… შეიძლება ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის თვითმფრინავის კვალი, რომელიც არის სრულიად ცაზე… სწორედ ამ სიბინძურისგან და ნისლისმაგვარი ბინძური რაღაცისგან, ამ თვითმფრინავებისგან, სავარაუდოდ დაიწყება ახალი შტამის სიმპტომები. გვეტყვიან, გულისრევა და თავის ტკივილი არის ახალი შტამის სიმპტომები, სინამდვილეში კი ექნება ამ ყველაფერს, რასაც თავზე გაყრიან დღედაღამე. თქვენ რა თქმა უნდა არ შეიმჩნიოთ, მათ უსმინეთ” – ამბობს ვიდეოში ჟურნალისტი. ხატიას პირად გვერდზე თანამოაზრეები გამოუჩნდნენ. “მსოფლიოში მგონი ყველგან ფიქსირდება ნისლი, რაღაც დამთხვევაა, საბერძნეთი, იტალია, ზუსტად არ ვიცი”, “ვაიმე ვზივარ და ვგრძნობ საწამლავის სუნს ფანჯრიდან, როგორ შემოდის და ვიწამლებით. რეგიდრონი ვიყიდე ახლა”. – ამბობს ვიდეომიმართვაში სიჭინავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge