Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სცადა და ვერ შეძლო მოსჭიდებოდა ხავსიან ქვას, ვერ მისწვდა გაწვდილ ხელსაც” – რას წერს დაღუპული მოსწავლის და

July 9, 2022
“სცადა და ვერ შეძლო მოსჭიდებოდა ხავსიან ქვას, ვერ მისწვდა გაწვდილ ხელსაც” – რას წერს  დაღუპული მოსწავლის და

ლაგოდეხში ექსურსიაზე დაღუპული 16 წლის მოსწავლის, სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის და, ბლო­გე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­ლო­მე ბარ­კე­რი სოციალურ ქსელში წერს, რა მოყვა საქმის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ.

“გუშინ სოფის პროცესი გაიმართა და მნიშვნელოვანი გარემოებები მოყვა მოწმემ, რომელიც შემთხვევით შეესწრო მომხდარს ყველაზე ახლოდან. გაგახსენებთ, რომ ჩანჩქერზე წინა ღამით ასული ოთხი ადამიანისგან შემდგარი სამეგობრო მეორე დღეს გახდა ფაქტის შემთხვევითი მოწმე. ზოგადად, დიდ მადლიერებას ვგრძნობ ამ ჩემთვის აქამდე უცნობი პიროვნებებისადმი, მათ ყველა სიტყვაზე და ყველა ამოოხვრაზე ეტყობათ კარგი ადამიანობა.

პროცესზე მოწმემ დაადასტურა, რომ:

1. ჩანჩქერზე ასასვლელი მარშრუტი, წესით უნდა ყოფილიყო საშუალო სირთულის, მაგრამ რაღაც ადგილები იყო დამეწყრილი, საგზაო მინიშნებები წაშლილი, და საბოლოოდ ძალიან გაუჭირდათ ამ მარშრუტზე სიარული ოთხ ზრდასრულ ადამიანს.

2. ერთი მასწავლებელი და დანარჩენი ბავშვები მანამდე კლდიდან თამამად ხტებოდნენ ჩანჩქერის ზუსტად იგივე დაგუბებაში, რომელშიც მერე დინებამ სოფი წაიღო.

3. სოფი კლასელებთან შედარებით მოგვიანებით ამოვიდა ჩანჩქერზე უფროსი თანხმლები პირის გარეშე, სამ ბავშვთან ერთად და საბოლოო გზა ასწავლეს ამ მოწმემ და მისმა მეგობრებმა ხელების ქნევით და მინიშნებებით.

4. ამოსვლის შემდეგ სოფი მივიდა თავის კლასელთან, რომელიც იქვე ნაპირზე ქვაზე იჯდა, გაესაუბრა რამდენიმე წამის, მაქსიმუმ წუთის განმავლობაში და მერე საბანაოდ შევიდა წყალში, რომელიც მუხლამდე ძლივს წვდებოდა.

5. არანაირი კომუნიკაცია “დაგველოდე ერთად ვიბანაააოოოთ” მასწავლებელს, დანარჩენ ბავშვებსა და სოფის შორის არ შემდგარა. წყალში შესვლამდე ერთმანეთს ვიზუალურად ვერც კი ხედავდნენ.

6. სოფიმ მშვიდად და წყნარად გაცურა რამდენიმე მეტრი, რაღაც დროს მიხვდა, რომ დინებას მიჰქონდა და სცადა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ვერ მოახერხა ძლიერი დინების გამო, ასევე სცადა და ვერ შეძლო მოჭიდებოდა ხავსიან ქვას და საბოლოოდ, ვერ მისწვდა ამავე მოწმის გაწვდილ ხელსაც, რომელიც ამ ყველაფერს ხედავდა, ყველაზე ახლოს იყო და ცდილობდა დახმარებას. ამაზე მძიმე არცერთი ჩვენება არ ყოფილა, ჯერ რასაც ვუყურებ ეს სამი წელი.

7. ეგრევე თოკიც მოიბეს და წყალში შესვლაც სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ ძლიერი დინების გამო. ბოლომდე დაელოდნენ ამბის გაგებას, ამ ბიჭმა თქვა საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, რომ გამეგო თურმე რამის გაკეთება შემეძლო და არ გავაკეთეო.

პროცესები გაგრძელდება ივლისში, მერე არ ვიცი, ველოდები მეც, რა დასკვნას გამოიტანს მომხდარიდან სასამართლო”, – წერს ბარკერი.

Tags: სალომე ბარკერი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge