Thursday, March 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი ქვეყნებიდან რა მოცულობის თანხები ირიცხება

April 26, 2021
ვინ არის სამი ოპოზიციონერი, რომელიც ბოიკოტის მიუხედავად, დეპუტატის ხელფასს ითხოვს

მარტში უცხოეთიდან საქართველოში 188 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა — ეს გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, იანვარ-მარტში გადმორიცხული გზავნილების მოცულობა ჯამში 28%-ით გაიზარდა და 499 მილიონი დოლარს მიაღწია.

ასეთია იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა:

რუსეთის ფედერაცია — 32,2 მილიონი დოლარი, ზრდა — 26,8%;

იტალია — 30,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 76,3%;

აშშ — 24,1 მილიონი დოლარი, ზრდა — 59,8%;

საბერძნეთი — 20,7 მილიონი დოლარი, ზრდა — 27,3%;

ისრაელი — 15,6 მილიონი დოლარი, ზრდა — 32,7%;

თურქეთი — 9,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 15%;

უკრაინა — 8,9 მილიონი დოლარი, ზრდა — 145,2%;

გერმანია — 8,4 მილიონი დოლარი, ზრდა — 70,2%;

აზერბაიჯანი — 7,3 მილიონი დოლარი, ზრდა — 207,6%;

ესპანეთი — 4,5 მილიონი დოლარი, ზრდა — 41,4%;

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ თანხებს, მარტში საქართველოდან უცხოეთში 24,9 მილიონი დოლარის მოცულობის გზავნილი განხორციელდა, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვნად ეხმარება ქართულ ეკონომიკას. გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან გადმორიცხული გზავნილები საქართველოში მცხოვრები ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტა ლარის კურსის სიმყარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანში პოლიციელების მკვლელობისა და საპროტესტო აქციების დროს აშშ-სა და ისრაელის დახმარების ბრალდებით 3 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს – სქაი ნიუსი
  • მოსამართლემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე
  • საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge