Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

“მე ვუთხარი, ერთი შენი სააკაშვილის და მეორეც იმისი, ვინც სააკაშვილთან ჩახუტებას შემომთავაზებს …” – კლიმენტი კეკუტია

April 27, 2021
“მე ვუთხარი, ერთი შენი სააკაშვილის და მეორეც იმისი, ვინც სააკაშვილთან ჩახუტებას შემომთავაზებს …” – კლიმენტი კეკუტია

ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია, რომლის სალხინოს მონასტერში გამოჩენასაც მეუფე პეტრეს მომხრეების გაღიზიანება მოჰყვა, აცხადებს, რომ მასსა და მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო.

კეკუტიამ დაპირისპირების მიზეზები for.ge-სთან 2019 წლის ინტერვიუში განმარტა.

მისი თქმით, მეუფე პეტრესთან უთანხმოება პირველად 2008 წელს მოუვიდა, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მაშინ მიტროპოლიტმა უთხრა, რომ „ახლა ისეთი დროა, ვინც მილიონ დოლარს მომიტანს, ჩავახუტებ სააკაშვილთანო”.

” პირველად ვამბობ ამას, 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, აღშფოთებულმა დავურეკე მეუფე პეტრეს. ვინაიდან იგი სააკაშვილის სულიერი მოძღვარი იყო, ვთვლიდი, გარკვეული გავლენა ექნებოდა მასზე და ვუთხარი: გააჩერე, რას აკეთებს სააკაშვილი, შენ ხომ სულიერი მოძღვარი ხარ-მეთქი. ამ საუბრის დროს უცებ მომახალა: ახლა ისეთი დროა, ვინც მილიონ დოლარს მომიტანს, ჩავახუტებ სააკაშვილთანო. მე ვუთხარი, ერთი შენი სააკაშვილის და მეორეც იმისი, ვინც სააკაშვილთან ჩახუტებას შემომთავაზებს, მაგასთან ჩახუტება რომ მინდოდეს, შენ რად მინდიხარ-მეთქი.

მაშინ მეგონა, რახან სააკაშვილის სულიერი მოძღვარია, რაიმეს შეაგნებინებს-მეთქი, მაგრამ მერე კი მივხვდი, თვითონ ყოფილა სააკაშვილის ნაწილი. თვალი გვიან ამეხილა და სხვათა შორის, როცა მე მაგისგან წამოვედი, მრევლმაც იკლო ეკლესიაში და მათი ადგილი ჩაანაცვლა ახალაიების კლანმა. როდესაც ტრაპეზი იმართებოდა, მონასტერში თავს იყრიდნენ გამგებლები, გუბერნატორები და ნაციონალი პოლიტიკოსები. რიგითი მარტვილელების ადგილი იქ არ იყო”, – განაცხადა კლიმენტი კეკუტიამ for.ge-სთან ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge