Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

ვინ არის ქალი 9 აპრილის ფოტოდან და რას საქმიანობს დღეს

April 8, 2021
ვინ არის ქალი 9 აპრილის ფოტოდან და რას საქმიანობს დღეს

შავი დროშა და მკაცრი მზერა – ქალი 9 აპრილის ფოტოდან, რომელიც ისტორიის ნაწილად იქცა. ნანა მახარაძე, რომელიც ახლა ემიგრაციაშია მეტრონომთან ტრაგიკული დღის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით,  9 აპრილი არის დღე, საიდანაც საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. “დღე სავსე ტრაგიზმით და უდიდესი სიამაყის გრძნობით”, – ასეთია ნანა მახარაძისთვის ქვეყნის ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღე.

9 აპრილის სიმბოლო თქმით,  დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს მიჩნდა, რომ თაობა შეძლებდა, ღირსეულად ეცხოვრა დამოუკიდებელ ქვეყანაში.

“9 აპრილი არის დღე, საიდანაც საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. დღე სავსე ტრაგიზმით და უდიდესი სიამაყის გრძნობით. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ იწყებოდა მოვლენები. აფხაზეთი იყო და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად. ამ ლოზუნგიდან მივედით საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეამდე. იოლი არ არის ებრძოლო უდიდეს იმპერიას და ყველაზე საშინელ მონსტრს. ჩვენი იარაღი სიმართლე და ერთ მუშტად შეკრული მამაცი ქართველი ერი იყო. მეც, როგორც რიგითი ქართველი და უნივერსიტეტელი, აბსოლუტურად ვიზიარებდი დამოუკიდებლობის იდეას, . გაერთიანებული ქართველი ხალხი კი თავის სათქმელს მუდამ იტყვის.

მე და ჩემი მეგობრები ძალიან ახალგაზრდები ვიყავით მაშინ. წინ მთელი ცხოვრება გვქონდა და არ გვეშინოდა. ვფიქრობდით, რომ ჩვენი თაობა შეძლებდა უკეთ და ღირსეულად ცხოვრებას დამოუკიდებელ ქვეყანაში. ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გვჯეროდა, რომ ქართველები ერთმანეთის სიყვარულისა და ქვეყნის ერთგულების ხარჯზე დემოკრატიულ და ეროვნულ სახელმწიფოს შექმნას შევძლებდით“, – აღნიშნავს ემიგრაციაში მყოფი ტრაგიკული დღისა და ამავდროულად ქვეყნის თავისუფლების ერთერთი სიმბოლო.

მიუხედავად 32 წლის გასვლისა, ნანა მახარაძეს დღემდე სწამს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა იქნება. თავისუფლების დღის სიმბოლოს თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ფერადი თაობის იმედი აქვს.

“მე 2011 წლიდან ემიგრანტი ვარ. ემიგრანტები თავისებურ ,ელჩებად, ვარ გაბნეულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი წილ ქვეყანასა და პასუხისმგებლობას მუდამ თან ვატარებთ. ყველაზე ამაყი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ვარ…  დამერწმუნეთ, მოვა დრო და საქართველო იქნება ერთერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში. ჩემი ახალგაზრდა თაობის უდიდესი იმედი მაქვს, ისინი ხომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულები ფერადი თაობაა…”, – აცხადებს მახარაძე.

მახარაძე ფოტოს ისტორიასაც იხსენებს და ამბობს, რომ ცნობილი შავ-თეთრი კადრი ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის.

“რაც შეეხება ცნობილ შავ-თეთრ ფოტოს, საშინელი დარბევის მეორე დღეს არის გადაღებული და ის ჩემთვის ისეთივე სიმბოლურია, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. ბევრჯერ ავღნიშნე და ისევ გავიმეორებ, ფოტოზე იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ახალგაზრდა, ვისაც ქართულად უძგერდა გული“, – აცხადებს ემიგრაციაში მყოფი თავისუფლების დღის ერთერთი სიმბოლო.

1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა, ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი.

ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge