Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? – ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

January 19, 2021
“ავტომობილი იქ არის მიყვანილი, ბაჩალიაშვილი მოკლულია სხვაგან” – რა ინფორმაციას ელოდება ადვოკატი ირაკლი შოთაძისგან

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მუ­ქა­რა და ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ახალ ფი­გუ­რან­ტის მი­მართ, რო­მელ­მაც ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს თა­მარ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა მი­ა­წო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მუ­ქა­რა და ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტის სა­ჩი­ვა­რი იმ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მდა.

“ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას და­უ­კავ­შირ­და გო­გო­ნა – მარი შა­რა­ში­ძე, რო­მელ­მაც “სქ­რი­ნი“ გად­მო­აგ­ზავ­ნა. მას­თან გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობ­და, მან ბევ­რი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვცა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და, რომ მას­სა და თა­მარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კონ­ტაქ­ტი ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი “სქ­რი­ნი“ პრო­კუ­რა­ტუ­რას წარ­ვუდ­გი­ნეთ და შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ტე­ლე­ფონ­საც მი­ვი­ტან­დით და ასე­ვე მოწ­მე­საც მი­ვიყ­ვან­დით. გა­მო­ძი­ე­ბამ გო­გო­ნას ოჯა­ხის უფ­რო­სე­ბი და­ი­ბა­რა და პირ­და­პირ ზე­წო­ლა, შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ოჯა­ხი წევ­რებს, რომ მოხ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­დათ. რა­ღაც­ნა­ი­რად უნ­დათ, ამ გო­გოს მი­სა­მარ­თთ გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა ის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც გა­ამ­ყა­რე­ბენ იმ უკა­ნო­ნო დად­გე­ნი­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, რი­თაც საქ­მე შე­წყვი­ტეს“, – აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, საქ­მის ახალ ფი­გუ­რანტს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმე­ვენ, ისი­ნი ტე­ლე­ფო­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას მო­ი­თხო­ვენ.

“უნ­დათ, რომ ეს მოწ­მე და ეს “სქ­რი­ნი“, რაც საქ­მე­ში არ­სე­ბობს, გა­ა­ცამ­ტვე­რონ და გა­ამ­ყა­რონ აზრი, თით­ქოს, ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი რა­ღაც სი­ახ­ლეა. იმის ნაც­ვლად, რომ გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩვენ­თვის მო­ე­მარ­თა და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით მომ­ხდა­რი­ყო მოწ­მის გა­მო­კი­თხვა, და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ და და­ი­წყეს ზე­წო­ლა. გო­გო­ნა დაგ­ვი­კავ­შირ­და და პირ­და­პირ გვი­თხრა, რომ ზე­წო­ლა და მუ­ქა­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას კი არ ახორ­ცი­ე­ლებს, პირ­და­პირ მოქ­მე­დებს. არა­ნა­ირ კავ­შირ­ზე არ გა­მო­სუ­ლან ჩვენ­თან, არა­ნა­ი­რი ობი­ექ­ტუ­რო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ, პირ­და­პირ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზე­წო­ლას. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ეს გო­გო­ნა არის ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, გვინ­დო­და გა­რე­მო შეგ­ვეც­ვა­ლა და ჩო­ხა­ტა­უ­რის პო­ლი­ცი­ას მივ­მარ­თეთ, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ეც­ნოთ, შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და გან­ცხა­დე­ბას გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით, უარი გვი­თხრეს. გო­გო­ნას უთხრეს, რომ ტე­ლე­ფონს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ, მას ავუხ­სე­ნი, რომ ტე­ლე­ფო­ნის მი­ცე­მა, და­კი­თხვა, გა­მო­კი­თხვა, მხო­ლოდ ად­ვო­კა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მოხ­დე­ბა. თუ ტე­ლე­ფონს წა­ი­ღე­ბენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოწ­ვე­ულ­მა უცხო­ელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა უნდა მი­ი­ღონ, არ შე­იძ­ლე­ბა მათ ექ­სპერ­ტი­ზას ვენ­დოთ“, – აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვარ­თან ერ­თად მა­სა­ლაც მი­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი “სქ­რი­ნია“. კერ­ძოდ, ად­ვო­კა­ტის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მე­გო­ბარს წერს: “გარ­კვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის, თუ რამე და­მე­მარ­თე­ბა, დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო, რამე სა­შიშ­რო­ე­ბა რომ არ შე­გემ­თხვას“.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge