უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გახანგრძლივდება თუ არა ტრანსპორტის აკრძალვა

May 5, 2021
ინფექციონისტებმა საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების სავარაუდო თარიღი დაასახელეს
Share on FacebookShare on Twitter

“საზოგადოებრივი განწყობისა და პროტესტის ფონზე, მთავრობამ შეზღუდვები ირიბად, თუმცა მაინც შემოიღო. დაწესებულმა უქმე დღეებმა გაუარესებული ეპიდმდგომარეობა უნდა გამოასწოროს და ინფიცირების მაჩვენებელი შეამციროს. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლებელია, შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს, რის შედეგადაც არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამიტომ საინტერესოა, საკმარისია თუ არა ერთკვირიანი უქმეები ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის?”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები და ტრანსპორტის შეზღუდვა? – ეპიდემიოლოგებში ეს სცენარიც განიხილება / ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა.

“ეპიდემიოლოგები კარგა ხნის წინ ამბობდნენ, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4-4,5%-ს გადასცდებოდა, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნებოდა. ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი დასახელებულ ზღვარს აღემატება, გუშინ კი ნიშნულმა 8%-ს გადააჭარბა. იმ შემთხვევაში, თუ ირიბად შემოტანილი აკრძალვებით მდგომარეობა არ გამოსწორდება, შესაძლებელია, რეგულაციები გახანგრძლივდეს. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ ეპიდმდგომარეობა გაუარესებულია, რაც უქმე დღეებმა უნდა გამოასწოროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, შესაძლოა, შეზღუდვების გაგრძელება ისევ დადგეს დღის წესრიგში. “ფაქტია, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რადგან მომატებულია ინფიცირების შემთხვევები. ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი შედეგი, ეს არის წინა დღეების “ვალი”. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები ნაკლებად იცავდნენ დისტანციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, სწორედ იქ ხდება ხშირად ადამიანების დაინფიცირება, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ცოტა ხნით შეიზღუდა. უქმე დღეების შედეგი მოგვიანებით გამოჩნდება, როცა შეზღუდვები მოიხსნება”, – თვლის ხმალაძე, რომლის თქმით, “მატება თუ ისევ გაგრძელდება, შესაძლოა, ახალი რეგულაციები დაწესდეს ან გახანგრძლივდეს კიდეც“, – აღნიშნავს გამოცემა.

“პირბადის ტარება, დისტანცირება, თავშეყრა – ეს ის რეგულაციებია, რომლებიც მოსახლეობამ უნდა დაიცვას, თუმცა ასე სულ უფრო ნაკლებად ხდება, რის გამოც საგრძნობლად მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა დაუფარავად ამბობს, რომ ერთკვირიანი უქმეებით ეპიდსიტუაციის ბოლომდე დასტაბილურებას ვერ შევძლებთ, თუმცა აუცილებელია, მოსახლეობამ მკაცრად დაიცვას რეგულაციები. “რთული სათქმელია, რამდენად საკმარისი იქნება ერთკვირიანი უქმე დღეები, რომ მობილობა შემცირდეს და ეპიდმდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩემი აზრით, გარკვეული შედეგი უნდა გამოიღოს, მაგრამ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, შესაძლებელია, კიდევ გაუარესდეს მდგომარეობა. საერთოდ, ერთ კვირაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია რთულია, უბრალოდ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინფიცირების მკვეთრი ზრდა, ამბობს გოგინავა, რომლის აზრით, “უქმე დღეების გაგრძელება სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული”, – განაგრძობს გამოცემა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაადგილების საშუალებაა და ამიტომ ვფიქრობ, შეზღუდვა ვერ გაგრძელდება, რადგან დიდი პროტესტი მოჰყვება ამას მოსახლეობის მხრიდან. უფრო კარგი იქნება, თუ მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტი, გაკონტროლდება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვის წესი. რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლა ამ ერთ კვირაში წარმოუდგენელია. მობილობა ნამდვილად შემცირდება, მაგრამ ეპიდმდგომარეობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამის შემდეგაც მოსახლეობა არ დაიცავს რეკომენდაციებს“, – მიიჩნევს გოგინავა. ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ბოლო დროს ყველაზე დიდ პრობლემად პანდემია მიიჩნევა. ჯერ უცნობია, მთავრობა მესამე “ლოკდაუნისკენ” პირველ ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური პრობლემის დაძლევას შეზღუდვებით ვერ მივაღწევთ. მაშინ, როცა ეკონომიკას გამოცოცხლება უნდა დაეწყო, ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. ბიზნესების უმეტესობა გადასარჩენად იბრძვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძილვდება რეგულაციები, ბიზნესი ახალი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. აფბა-ს პრეზიდენტის, გიორგი კაპანაძის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა “ლოკდაუნი” და ჩაკეტვაა, რაც, საბედნიეროდ, ქვეყანაში ახლა აღარ არის. მისივე აზრით, შეზღუდვები აღარ გაგრძელდება, რაც ეკონომიკას გამოცოცხლების საშუალებას მისცემს”, – დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, ერთკვირიანი უქმე დღეები აღარ გაგრძელდება, რადგან, შეზღუდვების კიდევ გადაწევა რომ იგეგემებოდეს, აქამდე იტყოდნენ. თანაც, ისვენებს მხოლოდ საჯარო სექტორი, კერძო სექტორის უმეტესობა კი ჩვეულებრივად მაინც აგრძელებს მუშაობას. უქმეები დადებითად ვერ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა არც განსაკუთრებული უარყოფითი ეფექტი ექნება, რადგან არ არის “ლოკდაუნი” და ჩაკეტვა, რაც ყველაზე მეტად აზარალებს ეკონომიკას. იმედია, უფრო მეტად არ გამკაცრდება შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით გაუარესდა ეპიდმდგომარეობა. უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკამ კვლავ გააგრძელოს მუშაობა, რათა ის ნახტომისებური მატება, რომელიც მარტში დაფიქსირდა, შემდეგ თვეებშიც გაგრძელდეს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კაპანაძე.

 110 სულ ნახვები

კომენტარები

0 კომენტარები

Advertisement Banner

სხვა ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში
კრიმინალური ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

August 14, 2022
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე
კრიმინალური ამბები

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

August 14, 2022
VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა
კრიმინალური ამბები

VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„გუშინ გელაპარაკე…შენს მწუხარე გულს ვეღარ დავამშვიდებ“ – რას წერს მეგობარი შვილის მიერ მოკლულ ქალზე

August 14, 2022
VIDEO: “შეგნებული გოგო იყო..იძახიან შვილმა მოკლა” – მეზობლები 17 წლის შვილის მიერ მოკლულ ქალზე
მოგზაურობა

ვრცელდება დედის მკვლელობისთვის 17 წლის ბიჭის და მისი მეგობრის დაკავების კადრები – “მან 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა”
კრიმინალური ამბები

ვრცელდება დედის მკვლელობისთვის 17 წლის ბიჭის და მისი მეგობრის დაკავების კადრები – “მან 34 წლის დედას დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა”

August 14, 2022
VIDEO: რომ ამბობდით 14 ვაჟკაცი დეიღუპაო, სიურპირზი მაქვს ყველა ცოცხლები ვართ – ქართველები უკრაინიდან
საზოგადოება

VIDEO: რომ ამბობდით 14 ვაჟკაცი დეიღუპაო, სიურპირზი მაქვს ყველა ცოცხლები ვართ – ქართველები უკრაინიდან

August 14, 2022
შემდეგი ამბავი
„შეტევა რომ მომცა, დავეცი მუხლის ჩოქებზე, ხელები აღვმართე“ – ამბავი, რომელმაც მამა სერაფიმე ეკლესიასთან დააკავშირა

„შეტევა რომ მომცა, დავეცი მუხლის ჩოქებზე, ხელები აღვმართე“ – ამბავი, რომელმაც მამა სერაფიმე ეკლესიასთან დააკავშირა

ძაღლი, რომელიც საქართველოში გაძვალტყავდებული დადიოდა ახლა მაიამიში მეფურად ცხოვრობს

ძაღლი, რომელიც საქართველოში გაძვალტყავდებული დადიოდა ახლა მაიამიში მეფურად ცხოვრობს

პოპულარული

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში
კრიმინალური ამბები

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

4 hours ago
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

4 hours ago
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე
კრიმინალური ამბები

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

6 hours ago
VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა
კრიმინალური ამბები

VIDEO: კადრები ბინიდან სადაც 17 წლის შვილმა დედა მოკლა

6 hours ago
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი
კრიმინალური ამბები

„გუშინ გელაპარაკე…შენს მწუხარე გულს ვეღარ დავამშვიდებ“ – რას წერს მეგობარი შვილის მიერ მოკლულ ქალზე

7 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა – ტრაგედია ურეკში

August 14, 2022
ვინ არის 17 წლის შვილის მიერ მოკლული ქალი

„დედის მკვლელობის შემდეგ ბებია-ბაბუასთან ჩასულა და უთქვამს…“ – დეტალები ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

August 14, 2022
“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

August 14, 2022

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დათი ქოქრაშვილი დათო ოქიტაშვილი დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვალუტის კურსი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მამუკა ონაშვილი მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოსო გოგაშვილი სოფო ნიჟარაძე ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In