Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები” – ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა

January 27, 2021
“ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები” – ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სხვადასხვა ქევყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კვირაში 2-დღიანი ჩაკეტვა უნდა დაწესდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა.

„დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რადგან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია, არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე, რადგან ვიცით რამდენად მძიმეა ეს ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს აისახება როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი- კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები. დღეს მოვისმინეთ პოზიტიური მოსაზრებები და დასკვნები ბიზნესიდან. ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება მუდმივი კომუნიკაცია შენარჩუნებული, რომ დაიგეგმოს ბიზნესის შემდგომი გახსნა და დამატებითი შემსუბუქებები”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge