ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ქალბატონი გულიკო ოსანაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მერიის თანამშრომლის, ქალბატონი გულიკო ოსანაძის გარდაცვალების გამო.
◼️ქალბატონი გულიკო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ღირსეულად ემსახურებოდა საჯარო სამსახურს და დიდ პატივისცემას იმსახურებდა, როგორც პიროვნული თვისებებით ისე საქმისადმი ერთგული დამოკიდებულების გამო.
◼️ქალბატონი გულიკოს გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ოჯახის, ახლობლებისა და ხარაგაულის მერიისთვის.
◼️სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს.”