Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

ბესიკ ხარანაული საქართველის მიმართავს – “გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი!”

September 19, 2021
ბესიკ ხარანაული საქართველის მიმართავს – “გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი!”

ბესიკ ხარანაული საკუთარ Facebook გვერდზე ლექსს აქვეყნებს და საქართველოს მიმართავს:

“ჩემი ხმა
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ქოსატყუილები რომ გყავს
ბრძენკაცებად დამსხდარი,
ეშმაკებით რომ გაქვს სავსე
ცარიელი ტაძარი,
ცეცხლი გამონელებული,
დარჩენილი ნაცარი,
იმის კვალიც რომ იშლება,
აბა, ქარი სად არი,
მიწა მუჭით შეიჭმება,
ეს ანდაზაც მზად არი,
სახლი, კარი, ცა, ხმელეთი,
კაცის სახე რაც არი,
ტყეები გაგეჩეხება,
დაგემხობა ცა-მყარი,
სუყველა მტრად გაგიხდება,
მშიერი და მაძღარი,
არაფერი დაგირჩება
იყოს დაუტაცარი,
სინდისი დაგეკარგება,
ძაფი შუა გამწყდარი.
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ყველას შენზე უფრო ღვიძავს,
ყველა უფრო მზად არი,
რომ გადაკერ-გადმოკეროს
შენი მიწა მთა-ბარი,
შენ წვრილმანებზე დარბიხარ,
რაც კაცისა არც არი,
კიბეებზე აკინძულან
გიენა თუ აფთარი,
კიბის ძირში შენა დგახარ,
შიშისაგან დამდნარი.
გაიღვიძე საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ჭკუით გაისიგრძეგანე
სინამდვილე რაც არი,
ამდენ თავისმოტყუებით,
რაც სიზმარი არც არი,
ამდენი თვალის დახუჭვით,
მერამდენე ზამთარი,
მერამდენ ათას ტყუილზე
უნდა მიხვდე მართალი,
ქალი სხვაგან მხევალია,
კაცი სხვაგან ყმად არი…
გაიღვიძე საქართველო,
მიწას კვერთხი დაკარი,
ამოხეთქოს იქნებ სულმა
ვინც მიწაში დაფალი,
ამოვარდეს ნიავღვარი,
გადარეცხოს მთა-ბარი,
ამონათდნენ ვარსკვლავები
ჯოჯოხეთში გამქრალი.
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge