აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, აბასთუმნის ტყეში 7 ახალგაზრდას ეძებდნენ. ისინი 3 დღის წინ დაიკარგნენ.