“გარემოს ეროვნული სააგენტო” ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.”
