Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ემართება ბავშვის ფსიქიკას, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან

June 19, 2023
რა ემართება ბავშვის ფსიქიკას, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან

როდესაც ოჯახური ურთიერთობები ძალიან იძაბება და მეუღლეებს შორის კონფლიქტები ხშირდება, ამ ყველაფერს ბავშვები ძალიან მძაფრად აღიქვამენ. საკუთარ ემოციებზე ფოკუსირებული მშობლები კი ზოგჯერ ვერც ამჩნევენ ბავშვის ტანჯვას. მაგრამ ბავშვი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს, ძალიან განიცდის დედისა და მამის კონფლიქტს და მით უმეტეს, განშორებას.

ოჯახიდან მამის წასვლას ან დედის სახლიდან წამოსვლას ბავშვები ზოგჯერ ღია პროტესტით, დემონსტრაციული ქცევით, ზოგჯერ კი სევდითა და დუმილით პასუხობენ. რას გრძნობს ბავშვი ან მოზარდი, როცა მისი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ? როგორ რეაგირებს ბავშვის ფსიქიკა ამ მოვლენაზე?

ბავშვის აღქმა იმის შესახებ, თუ რა ხდება ოჯახში, დიდწილად დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და იმაზე, თუ როგორ შორდებიან მშობლები: ცივილურად, საუბრების დახმარებით თუ სკანდალებით, კონფლიქტი დიდხანს გრძელდება თუ არა და ა.შ.

  • სულ პატარა ბავშვმა შეიძლება გარეგნულად ვერაფერი გამოავლინოს და თითქოს არანაირად არ რეაგირებს, მაგრამ ოჯახში არსებული დაძაბულობა მასზე აუცილებლად იმოქმედებს. ბავშვებში, დედასა და მამას შორის ურთიერთობის უთანხმოების ფონზე, შეიძლება წარმოიშვას ჯანმრთელობის პრობლემები. ფსიქოლოგებს აქვთ ასეთი გამოთქმაც კი აქვთ: „თუ ბავშვში ენურეზი განკურნე, დაელოდე, მალე მშობლები დაშორდებიან“. საქმე ისაა, რომ მშობლების კონფლიქტს შვილები ჯანმრთელობის გაუარესებით პასუხობენ, ამიტომ, ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, უფროსები ცოტა ხნით გადადებენ ხოლმე განქორწინებას. ხოლო მას შემდეგ რაც ყველაფერი გამოსწორდება, ერთმანეთს შორდებიან.
  • მოზრდილი ბავშვები უფრო ნათლად აცნობიერებენ, რა ხდება და გარეგნულად უფრო ემოციურად რეაგირებენ. ისინი ბრაზს, შიშს, წყენას, შფოთვას განიცდიან, მაგრამ მთავარი დანაშაულის გრძნობაა. ბავშვები სამყაროს თავისებურად და ეგოცენტრულად აღიქვამენ – საკუთარ თავთან მიმართებაში. და სწორედ ბავშვის აზროვნების ამ თავისებურებების გამო, თითქმის ყოველთვის, როცა მშობლები განქორწინდებიან, ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ.
  • მოზარდები, თავის მხრივ, მიდრეკილნი არიან მშობლების განქორწინება წინააღმდეგობრივად აღიქვან. ამ ასაკში ყალიბდენა მსოფლმხედველობა და საკუთარი „მე“და მშობლების კამათი მისთვის ილუსტრაციაა, თუ რას წარმოადგენს თვითონ. ყველაზე ცუდი, რასაც უფროსები აკეთებენ ამ პერიოდში, ბავშვის თვალწინ ჩხუბია, მის გასაგონეად ერთმანეთის ლანძღვა და შეურაცხყოფა. მეორე მხრივ, მოზარდმა შესაძლოა შვებაც იგრძნოს მათი განშორებით. თუ მშობლების ჩხუბი და დაძაბულობა დიდხანს გრძელდება, განქორწინებისას ბავშვისგან შეიძლება მოისმინოთ ასეთი გამონათქვამები: „როგორც იქნა”, “გვეშველა”, „ მშვიდად მაინც ვიცხოვრებთ”.

 

რა სჭირდება ბავშვს ამ დროს?

ბავშვის ასაკის მიუხედავად, განქორწინებისას მშობლების ამოცანაა, მისი ფსიქიკის რისკი მინიმუმამდე შეამცირონ.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ:

  • გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა მაშინაც კი, თუ თქვენ შოის სიყვარული აღარ არსებობს. გახსოვდეთ, რომ ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და მისთვის უსიამოვნოა ერთ-ერთის მიმართ შეურაცხყოფის მოსმენა.
  • აუხსენით შვილს, რომ ეს არ არის მათი ბრალი და პასუხისმგებლობა იმაში, რაც ხდება, მათ არანაირად არ ეკისრებათ. ეს უფროსების ურთიერთობაა, და ბავშვს მასთან არაფერი აქვს საერთო.
  • ილაპარაკეთ გასაგებად, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით და შეეცადეთ ბავშვს მკაფიოდ განუმარტოთ, როგორ შეიცვლება ოჯახის ცხოვრება და როგორ იქნება ახლა ყველაფერი. ის ამით მხარდაჭერას იგრძნობს და შფოთვის ხარისხიც შეუმცირდება. თავს ნუ დაიჭერთ ისე, თითქოს არაფერი ხდება.

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მეუფე ისაია დაამცირეს, ეს სინოდზეც ვთქვი”- მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge