მეექვსე საავტორო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ტკივილით და მწუხარებით გაუწყებთ ჩვენი სკოლის დამფუძნებლის: ნინო რამიშვილის გარდაცვალებას.
40 წლის წინ ნინო რამიშვილმა საქართველოში ყველაზე ქართული და ყველაზე თანამედროვე სკოლა შექმნა, რომელიც დღემდე თავისუფალ, მოაზროვნე, პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით შემკულ ახალგაზრდებს ზრდის.
ნინო რამიშვილი ათასობით ადამიანისათვის დარჩება სიკეთის, სინათლისა და ღირსების სიმბოლოდ.”
