Sunday, July 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კარგი ამბავი – ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია

June 13, 2023
(ვიდეო) კვარა და ოსიმენი შეუჩერებელია! – ხვიჩას მეორე ასისტი და ოსიმენის მეორე გოლი

“ნაპოლის” ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა ათეულში შევიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

“ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) ჯილდოა, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასაც უწოდებენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

კვარაცხელიას პრეტენდენტობასთან დაკავშირებით, გამოცემა Pianetazzurro-მ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სათაურით – “ოქროს ბურთი” – “ნაპოლის” ქართველი გარემარბი კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულშია“.

“ქართველი ტალანტი „ნაპოლიდან“, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, იტალიის ჩემპიონატის ნამდვილი სიურპრიზი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლელებმა შარშან შენიშნეს და მხოლოდ ათ მილიონ ევროდ იყიდეს, ახლად დამთავრებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მან ახლა ნახევარი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ France Football-მა “ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში შეიყვანა. ნეაპოლელთა ფეხბურთელი გადაიქცა “ნაპოლის“ გულშემატკივრებისა და ფეხბურთის ყველა მოყვარულის კერპად და გახდა ორიენტირი მრავალი ძალიან ახალგაზრდა ადამიანისათვის, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს.

ცხადია, პრესტიჟული ჯილდოების მიღების შანსები ძალიან მცირეა, რადგან ამისთვის იბრძვიან მესი, ჰალანდი, ვინისიუსი და მბაპე. თუმცა, France Football-ის საუკეთესო ათეულში მოხვედრაც უკვე დიდი წარმატებაა, როგორც მისთვის, ასევე “ნაპოლისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ – 1981 წელს დაასახელა. ათეულში მოხვდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე კი დასახელდა გუნდის ლეგენდარული ათიანი, დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.

წყარო: საქართველოს პირველი არხი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • ევროკავშირმა დაასანქცირა რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაო”, რომელიც საქართველოში თელასს, ასევე “ხრამჰესს I”-სა და “ხრამჰესს II-ს” არაპირდაპირად ფლობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge