Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზოდიაქოს ეს ნიშნები მტკიცე ნებისყოფითა და შეუპოვრობით გამოირჩევიან და ნებისმიერ სირთულეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევენ – ასტროლოგები ასახელებენ

June 13, 2023
როგორი დღე გელით 5 დეკემბერს – ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რთული დღე და განსაცდელია და ყველა არსებულ გამოწვევებს ერთნაირად ვერ უძლებს. ზოგიერთი უკეთესი დღეებისთვის ბრძოლას აგრძელებს, ზოგი კი მარცხს ეგუება. სტრესისა და პრობლემების მიმართ მდგრადობაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, აღზრდა, სოციალური გარემო, განათლება, პიროვნული თვისებები, თუ სხვა. თუმცა, ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც, ფაქტობრივად, რკინის ნერვები და ნებისყოფა აქვთ და არსებულ გამოწვევებს ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქცევენ:

მორიელი

ამ თვალსაზრისით, პირველ ადგილზე მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა პლუტონი აკონტროლებს და როგორც წესი, ეს ადამიანები ბავშვობიდან საოცარი ნებისყოფითა და გამძლეობით გამოირჩევიან. მზად არიან კრიზისებისა და გამოწვევებისთვის და მარტივად არ ნებდებიან. ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა შინაგანად ეს მათთვის მარტივი არ არის. საკმაოდ ემოციური ნიშანია, რომელიც ბევრ სხვადასხვა დეტალს აქცევს ყურადღებას და ამის გამო, შინაგანი ბრძოლებიც აქვს. თუმცა, მათ აქვთ უნარი, დაშვებულ შეცდომებზე დაფიქრდნენ და ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადააქციონ.

1-1686593593.jpeg

ქალწული

რეიტინგში მეორე ადგილზე ქალწულები არიან. ასტროლოგების თქმით, ქალწული ზოდიაქოს ყველაზე რაციონალური ნიშანია, რომელიც მოვლენებს რეალურად აფასებს და სენტიმენტალურობა არ ახასიათებს. ამიტომაც, როგორც წესი, ყველაფერში ლოგიკურ კავშირებს ეძებს და ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს, როგორც გამოწვევას, ისე იღებს. ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ნებისყოფით გამოირჩევიან, პანიკაში არ ვარდებიან და “ცივი” გონებით მოქმედებენ. ამიტომაც, კრიტიკული მდგომარეობებიდან ღირსეულად გამოსვლას ახერხებენ.

2-1686593605.jpeg

თხის რქა

საპატიო მესამე ადგილს თხის რქა იკავებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ, საღი აზრი შეინარჩუნონ და ემოციებს არ მისცენ საშუალება, რომ უარყოფითი გავლენა მოახდინონ. მტკიცე ხასიათითა და შეუპოვრობით ხასიათდებიან და უხშირესად, გადაწყვეტილებებს გონებით იღებენ და არა გულით. როცა მათ ცხოვრებაში პრობლემები და კრიტიკული დღეებია, საოცარ სიძლიერესა და ნებისყოფას ამჟღავნებენ და მათ მოგვარებას ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ.

წყარო: ბომონდი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge