“სპუტნიკის “ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გააუპატიურეს.
როგორც ზუსმა გუცბამ განაცხადა, მილიციაში მიიყვანეს კაცი, რომელმაც, რუსი ტურისტის თქმით, ის გააუპატიურა.
“მტკიცებულებები შეგროვდა და გადაეცა პროკურატურას. ამ სამუშაოს თან ახლავს მრავალი პროცედურა, მათ შორის განმცხადებელმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. გამოძიების შედეგად მიღებული მონაცემებით პროკურატურა დაადგენს შემდგომ მოქმედებებს” – თქვა გიცბამ.
გუცბას თქმით, მასალები პროკურატურას გადაეცა. ახლა ჩატარდება ექსპერტიზა და მომდევნო მოქმედებები ამის საფუძველზე გადაწყდება.
