Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად დაინახეს ბოლოს ჭითურაში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი? – რა ახალი დეტალები ირკვევა

June 12, 2023
სად დაინახეს ბოლოს ჭითურაში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი? – რა ახალი დეტალები ირკვევა

ჭიათურაში 27 წლის ნიკა ხვედელიძე გაუჩინარდა.

მისმა დეიდამ, დისშვილის გაუჩინარების დღეს გაიხსენა, რომ იმ დღეს ნიკა ჭიათურაში თბილისიდან ჩავიდა, მაგრამ სახლამდე არ მისულა.

“ნიკა ხვედელიძეს ვეძებთ, 7 ივნისს იყო ჭიათურაში, ქალაქში ძმამ ნახა, ესაუბრა, ნიკამ უთხრა ცენტრში მივდივარ და მალე ამოვალ სახლშიო, მაგრამ სახლში არ მოსულა. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. საღამოს მეგობარს უნახავს ნავარძეთის გზაზე, მეგობარს არ გაჰყვა და გზა ფეხით განაგრძო. ზესტაფონისკენ რომ მიდიოდა ამის დამნახავები არიან. მას შემდეგ რაც განგაში ავტეხეთ და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მის დაკარგვაზე, დაგვიკავშირდა ბიჭი და გვითხრა: ვნახე ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაც გავუჩერე, მაგრამ არ ჩამიჯდა, ზურგჩანთა ეკეთაო. ამის მერე კვალი ქრება. მარტო იყო. ბოლო ორი კვირა თბილისში, მშენებლობაზე მუშაობდა. ადრე მოსაწევის გამო ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ მერე უმკურნალეს და კარგად იყო. არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობთ, გონება გაეთიშა და კვალს ვერ ვპოულობთ. იმ საღამოს რომ არ მოვიდა სახლში, გვეგონა მონასტერში წავიდა. კაცხის სვეტია ჩვენთან და იქ დადის ხოლმე. ვიფიქრეთ, იქ იყო. მეორე დღეს იქ ააკითხა ძმამ და მამაოებმა უთხრეს, აქ არ მოსულაო. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში და ყველგან ვეძებთ.

– საშიში ადგილები ხომ არ უნდა გაევლო?

– საშიში ადგილები, სადაც ტყეებია გავლილი ჰქონდა რომ დაინახეს, დღეს ვიყავით ჩასული ზესტაფონში და ერთ-ერთი კვების ობიექტის სათვალთვალო კამერებში ღამის 2 საათზე ფიქსირდება, იმ ტერიტორიაზე გაიარა, მაგრამ მერე ვეღარ გავიგეთ ქუთაისისკენ წავიდა, თუ ხარაგაულისკენ. საქმეში პოლიციაც ჩართულია, ყველანი ვეძებთ, მაგრამ ჯერ ვერ მივაგენით. დედა ემიგრანტია, გერმანიაშია და იქ გაიგო ეს ამბავი, საშინელ დღეშია. ყველას ვთხოვთ დახმარებას, თუ სადმე შენიშნეს აუცილებლად დაგვიკავშირდნენ, ნიკა როგორმე უნდა ვიპოვოთ.

– იქნებ თბილისში წავიდა…

– იმ დღეს თბილისიდან იყო ჩამოსული ჭიათურაში და ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ თბილისში წასულიყო. ძმამ, მეგობრებმა ნახეს ჭიათურაში. თბილისში ჩემს შვილთან ერთად იყო, დეიდაშვილები არიან. იმ დღეს ისე წამოვიდა ჭიათურაში ჩემი შვილისთვისაც არ უთქვამს. ორი კვირის ჩასული იყო თბილისში, იქ მშენებლობაზე მუშაობდა და უცებ წამოვიდა. არ ვიცი რა ვიფიქრო, მგონია გონება გაეთიშა. სხვა რა ვიფიქრო. ძმასაც არანაირი აღელვება არ შეუნიშნავს, არც ჩემს შვილს შეუნიშნვას რაიმე პრობლემა. ძმა ამბობს ჩვეულებრივ ნორმალურად მესაუბრაო, მერე რა მოხდა და სად გაქრა ბიჭი არ ვიცით. ვთხოვთ საზოგადოებას და ყველას, თუ სადმე შენიშნეს ჩვენი ნიკა, რამენაირად დაგვეხმარონ.

ნიკას მობილური ტელეფონი არ აქვს, გაუფუჭდა არც ჰქონია სურვილი რომ ახალი ეყიდა, ამიტომ არ ჰქონდა ტელეფონიც. მთელმა სანათესაომ იცის და ყველანი ვეძებთ. ვინმესთან რომ მისულიყო გაგვაგებინებდნენ, ყველას ვთხოვთ დახმარებას. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს ნიკა ხვედელიძის ფოტოებს და ითხოვს დახმარებას. როგორც ჩანს, ადამიანებმა შენიშნეს ის ქუჩაში და რეკავენ კიდეც ახლობლების ნომრებზე.

571753232.

წყარო: “კვირის პალიტრაა”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მეუფე ისაია დაამცირეს, ეს სინოდზეც ვთქვი”- მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge