სოციალურ ქსელში იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის მაია როსტომაშილის გარდაცვალების სესახებ ხდება ცნობილი.
“როცა სიტყვები არაფრისმთქმელია…როცა სული გეწურება…როცა გული გტკივა მაგრამ ამ გულისტკივილით ვერაფერს აკეთებ…ზუსტად ის მომენტი გვაქვს ახლა…ჩვენო უკეთილშობილესო…ჩვენო თბილო…უთქმელო მაიკო…
გული გვტკივა რომ ვერაფერი შევძელით…ჩვენ კი არა თვით ღმერთმაც…ასეთი დაუნდობელი რომ არ იყოს ეს სამყარო შენ არ უნდა მიუყვებოდე ახლა ამ გზას…
გემშვიდობებით მარკონიელი ემიგრანტები მაიკო…გატანთ უზარმაზარ გულწრფელ სიყვარულს… რომელიც მართლა დაიმსახურე თითოეული ჩვენგანის გულში… გატანთ ცრემლებს და ზღვა გულისტკივილს…მსუბუქი იყოს შენთვის მონატრებული მშობლიური მიწა…ნათელი იყოს შენი გზა სავალი…გისამძიმრებთ…თანაგიგრძნობთ უდიდესი გულისტკივილით ოჯახს…ჩვენო მაიკო…” – წერს გარდაცვლილის ახლობელი მაკა შელია