Radio Plaza-ს გამოკითხვის თანახმად, გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი უნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„ქართველი მეკარე ამ გამოკითხვის მესამე გამარჯვებულია და პორტუგალიელი თავდამსხმელი გონსალო გედეში ჩაანაცვლა, რომელმაც წინა ორი სეზონის გამოკითხვა მოიგო. გიორგი გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა. ახლახანს დასრულებულ სეზონში კი მისი როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზარდა.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქართველი მეკარე გადამწყვეტ ფუნქციას შეასრულებდა „ვალენსიაში“. მიუხედავად გუნდის არასტაბილური თამაშისა, მამარდაშვილი ბევრ შეხვედრაში „ღამურების“ დაცვის მთავარი ფიგურა იყო. ის 32 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და დიდი უპირატესობით გაასწრო მეორეადგილოსან სამუელ ლინოს, რომელმაც 23 ქულა მიიღო“, – წერს plazadeportiva.
გამოკითხვის შედეგები – „ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქომაგების ვერსიით:
1. გიორგი მამარდაშვილი – 32 ქულა
2. სამუელ ლინო – 23 ქულა
3. ხავი გერა – 18 ქულა
4. მუკტარ დიაჰაბი – 16 ქულა
5. ედინსონ კავანი – 15 ქულა
წყარო: „1TV“