ექიმი ზეინაბ დისამიძე ქართველ ბავშვებზე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე სოციალურ ქსელში წერს.
ექიმი კვარაცხელიას მადლობას უხდის:
“ჩემთან მიღებაზე უამრავი მოზარდი მოჰყავთ მშობლებს ჯანმრთელობის ცნობისათვის, ისინი სხვადასხვა სპორტის სახეობებში ვარჯიშობენ…მათ შორის ფეხბურთშიც.. …და ეს წლებია გრძელდება… მე კიდევ…მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მომავალ ფეხბურთელებს სულ ვეკირკიმალავებოდი…მიშა მესხი, დათო ყიფიანი, სლავა მეტრეველი, გუცაევი, ჩივაძე, დარასელია თუ გაგიგიათ თქო და ვევედრებოდი მათაც ესახელებინათ ქართული ფეხბურთი…. თუმცა ბავშვები ურეაქციოდ ხვდებოდნენ ჩემს ასეთ ”პათოსს”…ისინი უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ…მოტივაციის გარეშე…
… აი, ახლა კი რაც ხდება – ეს რევოლუციაა მოზარდების შემართებაში…
ჩემს კითხვაზე…”ხვიჩა უნდა გახდე?!”…ანთებული თვალებით მპასუხობენ…”დიახ!”
შენ გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია…
დიდი მადლობა ქართველი ბავშვების ამ ანთებული თვალებისთვის”, – წერს ზეინაბ დიასამიძე.