კორონავირუსთან მებრძოლი, ქართველი გოგონების ფოტოს სოციალურ ქსელში ბათუმის სამედიცინო პორტალი ავრცელებს.
,,თქვენს წინაშეა უშიშარი გოგონები… ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ განყოფილების ექთნის დამხმარე, მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი- მარი სურმანიძე! კოვიდ განყოფილების გამოცდილი და გამორჩეული ექთანი – ია კურცხალიძე!
ყველაზე დაუნდობელ ბრძოლას სიფრიფანა გოგონები რომ არ უშინდებით, პროფესიონალური სიზუსტით დაუზარლად საქმეებს დღე და ღამ რომ აკეთებთ, თვალებხატულა გოგონებო, საკუთარი საქმის უზადო შემსრულებლებო, დიდი მადლობა წარმოუდგენელი შრომისთვის, დიდი მადლობა ბრძოლისთვის…” – აღნიშნულია ბათუმის სამედიცინო პორტალის გვერდზე.