ქალაქში გადაადგილება ყოველდღე უფრო რთული ხდება – საცობებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი ვრცელდება:
“დიდუბეში ისეთი საცობია, მძღოლი ჩავიდა, გაისეირნა, სიგარეტი მოწია, ბაზარი მოიარა, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა, სახლში შეიარა, წყალი გადაივლო, ტელევიზორს უყურა, ძმაკაცებთან დააბირჟავა და მოვიდა 🤪 ჩვენ აქ გამოვიძინეთ ამასობაში.
პ.ს. კახუ მოკითხვა ყველასგან 🫶”
