მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს:
“ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა. ხანდაზმულებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონდე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჯანმრთელობის კუთხით. კვირის პირველი ნახევარი უკეთესია, ვიდრე მეორე, ამიტომ მთავარია, ამ კვირაში მოასწროთ და შემდეგისთვის არ გადადოთ.
ამ კვირაში მნიშვნელოვანი მოვლენაა პლანეტა მერკური, რომელიც კვირას, 27 ივნისამდე ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. გაძლიერდება ადამიანებში გონებამახვილობა, იუმორი, ცნობისმოყვარეობა. მაგრამ გაძლიერდება შინაგანი მერყეობა, სულსწრაფობა…“ – ამბობს ცაგარელი.
