ივნისს ცეცხლის ენერგია აქვს, ამიტომაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც მარკეტინგის, რეკლამის, ხელოვნების, სპორტისა და კინოს მიმართულებით მუშაობენ. თუ თქვენი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად საუკეთესო პერიოდს ეძებთ და გსურთ, ახალი პროექტები წამოიწყოთ, დიდი ხნის ნანატრი ინიციატივები განახორციელოთ, იცოდეთ, რომ 2023 წლის ივნისი ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, იყავით თამამი, თავდაჯერებული და გამბედავი და ყველაფერი გამოგივათ.
ასტროლოგების თქმით, ივნისი რომანტიკული ურთიერთობების თვეა. ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ურთიერთობა უფრო ცხადი გახადოთ, სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ბედნიერ წუთებს გაჩუქებთ. შესაძლოა, ეს ადამიანი თქვენ ირგვლივ, სანაცნობო წრეში იყოს, რომელსაც ახლა სულ სხვა თვალით შეხედავთ, ან კიდევ სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ.
2023 წლის ივნისი თვითგამოხატვის თვეა. მაქსიმალურად შეეცადეთ, საკუთარი პოტენციალი, უნარები, შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ეს სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ და წინსვლაში ხელს შეგიწყობთ. ნუ გადადებთ ახალი ინფორმაციის მიღების, ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ახლა იმაზე გაცილებით უკეთესად აითვისებთ ყველაფერს, ვიდრე წინა პერიოდებში.
კარგი თვეა მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში. თუკი დიდი ხანია, ვინმესთან დალაპარაკება, საკითხების გარკვევა გსურთ, ახლა შეგიძლიათ, გააკეთოთ.
შეეცადეთ, პარალელურად, საკუთარ თავს დრო დაუთმოთ, განიტვირთოთ და ემოციურად გათავისუფლდეთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობის საშიში ნიშნები არ უგულებელყოთ და დროულად მიმართოთ ექიმს. უმჯობესია, თუ ექსტრემალური სპორტით არ დაკავდებით.
ივნისის თვის ყველაზე იღბლიანი და წარმატებული დღეებია:13, 15, 25, 27, 29.
ხოლო, ყველაზე არახელსაყრელი დღეებია: 11, 12, 23, 24. ამ დღეებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.
წყარო – “ბომონდი”
