უცებ იპოვე დიდი ხნის დაკარგული ნივთი
როდესაც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ნივთები მოულოდნელად იწყებენ დაბრუნებას, ეს იმის ნიშანია, რომ წესრიგი დაბრუნდა თქვენს ცხოვრებაში. ჩანთაში შემთხვევით ნაპოვნი ფოტოსურათი, ან ნიჟარა ზღვის სანაპიროდან, პირადი ისტორიის მინიშნებაა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში რაიმე სახის სიტუაციის. ასეთი ნიშნები ძალიან სპეციფიკურია და არ საჭიროებს ინტერპრეტაციას. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რასაც გვეუბნებიან (ყველაზე სწორი არის პირველი ასოციაცია) და მზად ვართ კვლავ განვიცადოთ ეს მდგომარეობა.
მარცხენა ფეხით ადგომა
ასტროლოგიაში არის ასეთი ცნება „მთვარე კურსის გარეშე“. ასეთ მომენტებში არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმით დაკავება. საშიში არაფერი მოხდება, მაგრამ აზრიც არ ექნება. ყველაზე გონივრულია შეჩერდე და როცა სიტუაცია გამოსწორდება, იგივე წერტილიდან გააგრძელო. თუმცა, შრომისმოყვარეებს არ აინტერესებთ სამყაროს რიტმები და მთვარის ფაზები. თავისთავად ვერ ჩერდებიან და ხელოვნურად უნდა შეაჩერონ. ამისთვის კოსმოსს ბევრი გზა აქვს: წყლის ჩასვლა მეზობლებისგან, არ მანქანის ვერ დაძვრა, მოულოდნელად საცობების მოწყობა ან მინი ავარია.
არაფერი გამოდის
კლასიკური შემთხვევა- ცდილობ დაურეკო ადამიანს, რომელსაც აქვს ქრონიკულად დატვირთული ხაზი. და, თუ დაკავებული არაა, მაშინ სადილზე გავიდა, ან დარჩა ტელეფონი სახლში (სამსახურში, დედასთან, საყვარელთან) და ასე უსასრულოდ. სამსახურში, რაც არ უნდა გავაბრაზდეთ, ვაგრძელებთ უშედეგო მცდელობებს, ეს ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობების ნაწილია. და ცხოვრებაში? გჭირდება ჩაკეტილ კარში შეჭრა? ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ არა. ჩარჩენილი პრობლემა ცოტა ხნით უნდა მოიხსნას. შესაძლოა, ხვალ თავისთავად იპოვოს გამოსავალი, ან, კარი მოულოდნელად გაიღება, ან მიხვდებით, რომ ის, რაც მის უკან დგას, აღარ არის თქვენთვის საინტერესო. მაგრამ ეს ახალი თეორიაა. ძველმოდურად აღზრდილ დასავლელ ადამიანს განუვითარდა განპირობებული რეფლექსი „წარმატების მოსაპოვებლად“, რაც სიტყვასიტყვით მოითხოვს მისგან კარის შემტვრევას. გახსოვდეთ, რომ სირთულეების დაჟინებული ძიება და მათი დაძლევა საუბრობს სამყაროსთან ენერგიის არასწორ გაცვლაზე, არაეკონომიურზე და ტრავმულზე.
ერთიდაიმავე სიზმარს ხედავთ
ზოგიერთ ადამიანს არ ახსოვს თავისი სიზმრები და არც კი არის დარწმუნებული, ხედავს თუ არა მათ. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ სიზმარი მეორდება, ეს არის შეხსენების ნიშანი. გზავნილის მნიშვნელობის გასაგებად, თქვენ რამდენჯერმე უნდა “დაატრიალოთ” ის თქვენს თავში, დღის განმავლობაში. დამახსოვრებისთვის საკმარისია გამოფხიზლებისას ჩაიწეროთ საკვანძო სიტყვა. შეეცადეთ გაიგოთ მნიშვნელობა და მოიფიქროთ სიზმრის ოპტიმალური დასასრული. თუ, ეს დამოუკიდებლად არ გამოგდით, დასახმარებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. მათთვის სიზმრები მუშაობის მთავარი იარაღია.
ყველგან ვაგვიანებ
მეტ-ნაკლებად პუნქტუალური ადამიანისთვის მნიშვნელოვან შეხვედრაზე დაგვიანება სირცხვილია. ორჯერ დაგვიანება სკანდალია. და, თუ დაგვიანების სერია გრძელდება, შესაძლოა თქვენ ძალიან ნელი ხართ და ზოგადად, ჩამორჩებით დროს. შესაძლოა, ეს, სულ სხვა რამეს ნიშნავდეს. იქნებ მიგანიშნებენ, რომ არასწორი გზა აირჩიე? ან, რომ ცხოვრება შეიცვალა და ის გათვლები, რაც ოდესღაც გააკეთეთ, აღარ მუშაობს.
ყველა თავს გესხმით
თუ, მოულოდნელად ქმარი, კოლეგები, ბავშვები, მოხუცები და ძაღლები უსიტყვოდ იწყებენ თავდასხმას, რეალობა აგრესიული ხდება, დიდი ალბათობით პრობლემა თქვენშია. თქვენ ხართ ფარული აგრესიის წყარო, აგრესიის პროვოცირება სხვებისგან. მაგრამ, ასევე ხდება, რომ მტრები განლაგდებიან ერთ წერტილში, სადაც პირველად ხართ და არ აკეთებთ რაიმე გასაკიცხს, მაშინ ეს არის ნიშანი „არ გჭირდება აქ მოსვლა“, რომელიც ხშირად ძლიერდება ფიზიკური დისკომფორტით. ამ შემთხვევაში იყავით ფრთხილად და დატოვეთ შენობა რაც შეიძლება მალე.
უბედური შემთხვევა
ეს შეიძლება იყოს თქვენი ქვეცნობიერის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების სერიის შედეგად, ან როგორც საბოლოო გაფრთხილება. დიდი ალბათობით, თქვენ მთელი სისწრაფით უახლოვდებით კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების ამ სფეროს დიდი ყურადღების მიქცევით. ტრავმა, მოკლე ჩართვა ელექტრო ქსელში, უბედური შემთხვევა გზაზე, საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს ამ ცხოვრებაში. გადაახვიეთ ფირი უკან, გქონიათ თუ არა ადრე რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი?
აკვიატებული აზრები
მუდმივი ცუდი ფიქრები ექიმთან მისვლის მიზეზია, მაგრამ მათში არანაირი ნიშანი არ არის. ის გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ უმიზეზოდ, რაიმე ფიქრი გიტრიალებთ თავში: ბიძაშვილზე, ყოფილ კოლეგაზე, ან ყოფილ შეყვარებულზე. ადამიანების უეცარი დაბრუნებისას ჩვენს ცხოვრებაში, შეიძლება ორ რამეზე იყოს საუბარი: ან, მოგონებები ჩნდება ისეთი სიტუაციით, რომელშიც ფიგურირებდა აკვიატებული პერსონაჟი. მაშინ ეს არ არის ნიშანი, არამედ მხოლოდ ასოციაციაა. ან, ვიღაცას ნამდვილად სჭირდები შენ და ცდილობს მიაღწიოს შენს ქვეცნობიერს. დაუკავშირდით მას.
წყარო: gurianews.com