გორში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “გორმედი” ავრცელებს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ბოლო დღებში კი მდგომარეობა დამძიმდა.
“იგი გორმედის გუნდის საპატიო წევრი იყო, მან ძალიან ბევრი შრომა და ენერგია ჩადო ქართული მედიცინის განვითარებაში, მისი პროფესინალიზმით და მზრუნველობით ყველა მისი პაციენტი გაკვირვებული რჩებოდა.
უაღრესად წარმატებილი ექიმი და მედიცინის დოქტორი ბატონი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა, გორმედმა და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდივილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადმიანი დაკარგა. გორმედის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი იზიარებს მწუხარებას და თანადგომასა უცხადებს ბატონი გივის ოჯახის წევრებს”,- აცხადებენ კლინიკაში.