“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მთავარია, ელისაშვილი არ შევიდეს პარლამენტში და შეუძლია ყველაფერი ილაპარაკოს, რაც უნდა.
“შენ არ ჩაისვარო მეგობარო და არ შეხვიდე პარლამენტში და რაც გინდა ილაპარაკე-ხსნილია” – წერს უგულავა.
ცნობისთვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟს ეწევიან, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.