“ბედნიერად ვგრძნობ თავს. არ დაგიმალავთ და წარსულში მქონია ურთიერთობა ქართველ ბიჭთანაც, რომელთანაც ეს ყველაფერი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მოგვიანებით მას საშინელი ხასიათი აღმოაჩნდა. ძალიან ეჭვიანი გახდა და ამ ყველაფერის ატანა აღარ შემეძლო” – ამის შესახებ კიევის “დონამოს” ყოფილი ფეხბურთელის, ნიკოლაი მოროზიუკის, მეუღლემ ირინა მოროზიუკმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
“მეუბნებოდა რომ მოკლე კაბა არ ჩამეცვა და ზოგადად ქუჩაში გამომწვევად არ მევლო. ამ მხრივ გამოვარჩევდი რუს და სომეხ მამაკაცებს, როდესაც ქუჩაში გავდივარ და ამ ორი ქვეყნის რომელიმე ქალაქს ვსტუმრობ, მსგავს დისკომფორტს არ ვგრძნობ. როგორც რუსები, ასევე სომხები ძალიან ყურადღებიანები არიან, განსხვავებით ქართველებისგან . ნიკოლაიმ მითხრა რომ მოწონს, როდესაც მამაკაცები მე თვალს მაყოლებენ” – განაცხადა მან.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლაი მოროზიუკი წარსულში კიევის “დინამოს” ლიდერი იყო. ნიკოლა მოროზიუკი ამჟამად თურქული “ჩაიკურ რიზერსპორტის” ფეხბურთელია.
წყარო: “footballnews ge”