ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საკუთარ Facebook ანგარიშზე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
“ხშირად ვეკითხები პატარებს “ რა გინდა გამოხვიდე?” ბევრს უნდა ექიმობა, ან დედიკოს და მამიკოს პროფესია… რამდენიმე დღის წინ სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად და ტრადიციულად ვკითხე “ შენ რა გინდა გამოხვიდე-თქო?” პასუხი მივიღე ორი წუთი ფიქრის შემდეგ – “ადამიანიო”. პ.ს. ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.