საქართველოში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3895 ადამიანი. გარდაიცვალა 38.
ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 174383; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 145287; მათ შორის გარდაცვლილი – 1614; კარანტინის რეჟიმში – 1126; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6900.