„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „მთავარის“ გენერალურ დირექტორiს, ნიკა გვარამიას შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ გვარამიასა და „მთავარის“ განცხადებები, რომ გიორგი ვაშაძე თითქოს პარლამენტში შესვლას აპირებს, მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას და ოპოზიციაში განხეთქილებას ემსახურება. მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის წინ გიორგი ვაშაძემ აღნიშნული განცხადება მედიასთან საუბრსას გააკეთა.
მოგვიანებით, ვაშაძეს სოციალური ქსელით თავად გვარამიამ უპასუხა:
„ბატონო
გიორგი ვაშაძე,
რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? ან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ სიუჟეტებს?! რას ქვია, არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!! მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!! ძალიან სირცხვილია” – წერს გვარამია.