სკადალური განცხადებებით ცნობილმა ბლოგერმა, კუკური ბარამიძემ, იგივე დომენიკ მანგომ, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს ვიდეობლოგი მიუძღვნა. დომენიკ მანგო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვინც ქვეყანა ააშენა, საქართველოდან გააქციეს, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება კი, რომელმაც ხალხი დაამშია, ხალხს მოსწონს.
“ვინც ეს ქვეყანა ააშენა, მტერი გგონიათ და ვინც ნელი სიკვდილით გკლავთ, გმირი. ეს თქვენს მიერ არჩეული რეალობაა”, – აცხადებს დომენიკ მანგო.
დომენიკ მანგოს ვიდეო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა.