პაციენტს, რომელსაც თანხმლები დაავადება აქვს, კორონავირუსის მკურნალობა ურთულდება. ხშირად თანხმლები დაავადებები იწვევს ვირუსის გართულებას და შემთხვევა ლეტალურად სრულდება. საინტერესოა, შედის თუ არა ალერგია ქრონიკული დაავადებების სიაში და როგორ უნდა მოიქცეს ალეგიული ადამიანი, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „დაიჯესტი” ალერგოლოგ-იმუნოლოგ, მედიცინის დოქტორს, ნინო ლომიძეს ესაუბრა. ალერგია და კოვიდ-19 – არიან თუ არა რისკჯგუფში ალერგიული პაციენტები?
ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალური პრობლემაა. მას 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ. მხოლოდ ბრონქული ასთმითა და ალერგიული რინიტით მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. კანისა და სასუნთქი გზების ალერგია ხშირად ქრონიკული მიმდინარეობის, მაგრამ კარგად მართვადი დაავადებებია.
სრულად იხილეთ: დაიჯესტი