“ვაქცინის შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მარტი-აპრილი,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, საქართველოს შეეძლება 4-5 დამტკიცებული ვაქცინიდან ერთ-ერთი აირჩიოს და ქვეყანაში 700 000 ადამიანის აცრისთვის საკმარის დოზას შემოიტანენ.
“ჩვენ უკვე წინასწარი შენატანი, 4 მილიონი დოლარი გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი. მოხდება 700 000 ადამიანის ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა… ჯერ არ ვიცით, რომელი იქნება ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან, როგორც ინფორმაცია გვაქვს, კოლაქსი შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ შეგვიძლია ამ 4-5-დან ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი უნდა იყოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.