Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

May 27, 2023
ცნობილია, ვინ არის ახალახანს მოკლული ახალგაზრდა ბიჭი

შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“მოკლული იპოვეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროელი ბიჭის ცხედარი ლეღვაში ტყეში დამარხული იპოვეს.
2003 წელს დაბადებულ გიორგი ალხანიშვილს პოლიცია 22 მაისიდან ეძებდა. დღეს კი მის ცხედარს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა. მოკლული დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანიდანაა. მან ზემო მაჩხაანის სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, ალხანიშვილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, მოკლულის მშობლები ზემო მაჩხაანიდან არიან, თუმცა დედა, მარინა მაძღარაშვილი ბოლო ხანს ბათუმში ცხოვრობდა, რის გამოც ბიჭი პერიოდულად აჭარაში იმყოფებოდა.
„დაწყებით საფეხურზე სწავლობდა ბათუმის სკოლაში და ეს ბიჭები მისი კლასელები იყვნენ. დედა ბათუმში მუშაობს და ახლაც ამიტომ იყო ბათუმში. როცა მოიზარდა ზემო მაჩხაანის სკოლაში გადმოიყვანეს, რადგან ბიჭია და მამა უკეთ მიხედავსო. მაჩხაანში დაამთავრა სკოლა. ბოლო დროსაც ხან ბათუმში იყო დედასთან, ხან კახეთში ჩამოდიოდა, “ – აცხადებენ ზემო მაჩხაანში.
ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა. როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.
როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს. სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ. როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულში, თხრილში ორი მუშა ჩავარდა – არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა
  • „თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ“ – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge