სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სადღესასწაულოდ, საოცარი და ბედნიერი ამბავი ❤️❤️❤️
დედა-შვილი მდინარის პირას, მიტოვებულ ნანგრევებში აღარ დაიძინებენ.
იცხოვრებენ მარწყვისფერ სახლში, რომელიც საბოლოოდ დავამთავრეთ ❤️ Irakli-მ და Levan-მა გაუჩერებელი წვიმის და საშინელ პირობებში მოუმზადეს დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად❤️ შევუყვანეთ წყალი, დენი, გავუკეთეთ კანალიზაცია და რემონტი. ექნებათ საჭმელი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები ❤️
მაგარი ბიჭიც გაიზრდება და სიკეთის და სიყვარულის ფასიც ეცოდინება ❤️
მადლობა ადამიანებო ❤️ ამათთვის რამხელა სასწაული მოხდა არ იცით ❤️❤️❤️ თქვენ ხომ ამათი ბედნიერი თვალები არ გინახავთ ❤️❤️❤️
🇬🇪🇬🇪გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪🇬🇪🇬🇪